← მთავარი
პოლიტიკა

ეკა ბესელია: "ბოლოს რომ ვნახე ელენე ხოშტარია, არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა და არც სიარული უჭირდა, ახლა ხელჯოხი სჭირდება"

23 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ეკა ბესელია:

ადვოკატმა ეკა ბესელიამ რუსთავის ქალთა ციხეში კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა. ადვოკატის განცხადებით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება თვალსაჩინოა — ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელჯოხის გარეშე ვერ გადაადგილდება. ბესელიას განმარტებით, მან პენიტენციური სამსახურის მთავარი ექიმისგან და დირექტორისგან პირობა მიიღო, რომ მსჯავრდებულის მიერ მოთხოვნილ ექიმთან ერთად იმუშავებენ. “ბოლოს რომ ვნახე [ელენე ხოშტარია], არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა და არც სიარული უჭირდა. ახლა ხელჯოხი სჭირდება. ხელჯოხით მოვიდა. ვიზუალურად ცდილობდა არ შეემჩნია ტკივილები, მაგრამ ფაქტია, რომ აწუხებს. პროგრესირება მოხდა იმ დაავადების, რის გამოც დასჭირდა თურქეთში წასვლა და მკურნალობა. დაავადება ტრანსფორმირდა სხვა სირთულეებშიც. როგორც მითხრა, ჩემთან შეხვედრამდე მთავარი ექიმი შეხვდა.პირობა მივიღე, როგორც მთავარი ექიმისგან, ასევე დირექტორისგან, რომ ძალიან სწრაფად მიიღებენ ანალიზების პასუხს, მათ შორის, შეხვდებიან ელენეს მიერ მოთხოვნილ ექიმს და მასთან ერთად გაივლის მთავარი ექიმი კონსულტაციას. ერთმანეთს გაუზიარებენ ანალიზის შედეგებს, რომ დიაგნოზი დაისვას, რის შემდეგაც უნდა განისაზღვროს, თუ მკურნალობა სად უნდა ჩატარდეს. თურქეთის მხარესთან ელენეს ნდობით აღჭურვილი იქნება საკონტაქტო პირი,” — განაცხადა ბესელიამ 22 ივნისს “ტვ პირველთან” საუბრისას. ომბუდსმენი: “ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო” შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს პენიტენციური: “ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე”

← მთავარი