ხატიაშვილმა პრაღის უსაფრთხოების ფორუმზე 30-ზე მეტი შეხვედრა გამართა
ინიციატივა „ჯერ საქართველოს” თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი პრაღაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში 30-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა გაიმართა პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებთან და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან.
„საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ახალი პოლიტიკური ძალებისადმი ინტერესი დიდია”, — აღნიშნავს ხატიაშვილი.
„ევროპელი პარტნიორები ხედავენ საქართველოს მნიშვნელობას, განსაკუთრებით ერთიანი ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, და მზად არიან ყველა მიმართულებით მხარი დაუჭირონ — მას შემდეგ, რაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვა და დემოკრატიულ ჩარჩოს დაუბრუნდება”, — განაცხადა ხატიაშვილმა.
ფორუმის მიმდინარეობისას განსაკუთრებული შეხვედრა უნგრულ მხარესთან შედგა. ხატიაშვილი უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მარტონ ჰაიდუს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ჯერ საქართველოსა” და უნგრეთის მმართველ პარტია ტისას (Tisza) შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მალე აქტიური მუშაობა დაიწყება.