ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიცია შესთავაზა, რაზეც სიამოვნებით დათანხმდა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტს კი დატოვებს. “მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე”, — განაცხადა გაგლოევმა. მისივე თქმით, რუსეთთან მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ 9 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულება ოს ხალხს ერთიანობის აღდგენაში დაეხმარება და სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. გაგლოევმა ეს მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა. გაგლოევის თქმით, ოსი ხალხის ისტორიული არჩევანი ყოველთვის რუსეთთან ერთიანობა იყო. “დღეს ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ჩვენი სანუკვარი ოცნების ასრულება — გახლეჩილი ხალხის ბედის დაძლევა და ჩრდილოეთ ოსეთთან, დიდ რუსეთთან გაერთიანება”, — განაცხადა მან. ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის “მთავრობის მეთაურად” დაინიშნა? ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, მოვალეობის შემსრულებელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარე მარატ კამბოლოვი შეასრულებს. გაგლოევმა რესპუბლიკის მოსახლეობას მოუწოდა, გაერთიანდნენ ახალი ხელმძღვანელობის გარშემო და განაგრძონ ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობა.