← მთავარი
პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების” მიმართ ცუდად განწყობილი არ არის

24 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების” მიმართ ცუდად განწყობილი არ არის

„ქართული ოცნების” დამფუძნებლის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე, რუსთავში განაცხადა, რომ სახელმწიფოში სერიოზული ყალბი სტერეოტიპი არსებობს: თითქოს ახალგაზრდობის უმეტესობა „ქართული ოცნების” მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი.

„მე პირადად მყავს მეგობრები, რომლებთანაც რადიკალურად განსხვავებული პოზიცია შეიძლება მქონდეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი და საუბარი. თუ ორი განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია იმსჯელოს, იკამათოს — და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, მყარი პოზიცია და, რაც მთავარია, სიმართლე” — განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

კონფერენციაზე ივანიშვილი „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრებს ჰკითხა, თუ როგორ ხედავენ ისინი ახალგაზრდული კონფერენციების სამომავლო ფორმატს.

„ჩემი აზრით, ამ ფორმატმა დაგვიმტკიცა, რომ ახალგაზრდებს შორის დიალოგი მართლაც შეიძლება. ძალიან მიხარია, რომ გეგმავთ სრულ საქართველოს შემოვლას — ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. ვფიქრობ, მსგავსი ფორმატი უნდა გაგრძელდეს — რათა ახალგაზრდებს შორის დიალოგი დამკვიდრდეს და ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია გადაილახოს” — დასძინა მან.

← მთავარი