ოპოზიციის ალიანსი 26 მაისს, 19:00 საათზე, საპროტესტო მარშს გამართავს — მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და შემდეგ რუსთაველის გამზირზე გაემართებიან.
შს სამინისტრომ და მერიამ ორგანიზატორებს — აქციის გამართვისა და სცენის მოწყობის ნებართვებზე — უარი განუცხადეს. მიუხედავად ამისა, „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ადგილზე ტექნიკის შეტანასა და სრულფასოვანი კონცერტ-სცენის გამართვას გეგმავს.
„ის, რისი უფლებაც გვაქვს, ამას გავაკეთებთ,” — განაცხადა გვარამიამ.
გვარამია ხელისუფლებასაც მოუწოდებს: „26 მაისის აქციაზე თავი შეიკავეთ ნებისმიერი ინციდენტისგან.”