← მთავარი
პოლიტიკა

ეს სიუჟეტი და ზოგადად დამოკიდებულება ამ თემაზე თაღლითურად ჩამოყალიბებულია - ვოლსკი

15 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ეს სიუჟეტი და ზოგადად დამოკიდებულება ამ თემაზე თაღლითურად ჩამოყალიბებულია - ვოლსკი

ივანიშვილის დეპუტატი გია ვოლსკი TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “თაღლითური სცენარია” 

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა

“ეს სიუჟეტი და ზოგადად დამოკიდებულება ამ თემის მიმართ არის თაღლითურად ჩამოყალიბებული - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს რამდენიმე პოლიციელის გადაცდომა 45 000 პოლიციელიდან არის სისტემური დანაშაული, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს. ის, რომ 2022 წელს მოხდა ეს დანაშაული და 2026 წლის თებერვალში მყისიერი რეაგირება გაკეთდა ამაზე, ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ვინმეს ეშინია ნეგატიური პროპაგანდის, ან იმიტომ, რომ უცხოეთიდან შენიშვნა არ მიგვეღო - ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიციის მმართველობის პრინციპი ასეთია. შეიძლება ხისტი დამოკიდებულება ჰქონდეს ადამიანების მიმართ, ვინც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება, მაგრამ არსებობს გარკვეული სტანდარტი , რაც იმაზე უკეთესია, ვიდრე ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში. ამ თემით მანიპულირება არის საცოდავი, უნიათო მცდელობა იმისათვის, რომ თავის მიერ ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულების უშველებელი მთა როგორღაც გაამართლონ იმ ერთეული გადაცდომებით, რომელიც შეიძლება პოლიციამ ჩაიდინოს. სისტემური მართვა, სისტემური დანაშაული და სისტემური ძალადობა არის ის, რასაც მოჰყვა ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა ქუჩებში, წამება და წამებით მოკვდინება. აი, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელსაც ჩადიოდა ის ხალხი, ვინც დღეს ამ პოლიციელების გადაცდომაზე ხმამაღლა ლაპარაკობს.” - ამბობს გია ვოლსკი [ინტერპრესნიუსი]

ცნობისთვის, 12 ივნისს, ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა. 

იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ანონსს გამოეხმაურა და გაავრცელა განცხადება. უწყების ცნობით, კადრებში ასახული დანაშაული სამართალდამცავებმა 2022 წელს ჩაიდინეს და სამივე პოლიციელი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

← მთავარი