← მთავარი
პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

2 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2026 წლის მარტიდან ავლაბრის რეზიდენციიდან მუშაობს. ამის შესახებ BMG იტყობინება, ხოლო ფაქტი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმაც დაადასტურა.

ლეონიძის ქუჩის №3-ში მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, სადაც საგარეო უწყება 2023 წელს განთავსდა, ამჟამად მხოლოდ საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტებია დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ 27 აპრილს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სწორედ ავლაბარში, ცერემონიების სასახლეში მიიღო.

← მთავარი