ალიანსში მიმდინარე შიდა ჩხუბებზე - ხოშტარია მედიის მიერ განცდილ თავდასხმებს კმაყოფილებით ხედავს
“ალიანსში მიმდინარე შიდა „ჩხუბებზე“ (ასე დავარქმევ იმ პროცესს) სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი. ვდუმდი მაშინაც, როცა ჩემი პარტია იყო თავდასხმის ობიექტი. ვერ დაგიმალავთ და სირცხვილითაც ვიწვოდი, თუ რა გარჩევებს ვაკადრებდით საზოგადოებას.ახლა, როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზეა, მათ შორის ფიზიკური ზიანით, აწ უკვე სისხლის სამართლის გამოძიებით, ძალიან მნიშვნელოვანი მხილების მასალით, უამრავი ფასეული ადამიანის წარმოჩენით და უკიდურესად შეზღუდული რესურსით, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ.ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი და ჩემი მხრივ, მზაობას ვაცხადებ არაერთ დისკომფორტულ წევრთან თანამშრომლობაზე. | ელენე ხოშტარია ასე გამოეხმაურა ელენე ხოშტარია თამარ ჩერგოლეიშვილის 16 იანვარს დაწერილ პოსტს, რომელშიც ფედერალისტების ლიდერი წერდა: “ 540 ათასი ლარი აქვს აღებული ზაფხულში მხოლოდ სააკაშვილისგან ფორმულას რომ 4 ოქტომბრის ავანტიურას კარტ ბლანში ჰქონოდა და საღი აზრი დაბლოკილიყო”