შათირიშვილი: ტრამპიც „დიფ სთეითის” მიერ იმართება — ეს „დადასტურებული ფაქტია”
ივანიშვილის კარის ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სამთავრობო მედიის მეშვეობით მორიგ წერილს ავრცელებს — ამჯერად დანიის მოვლენებსა და „დიფ სთეითის” რებრენდინგს ეხება. მისი მთავარი თეზისი: ტრამპიც „დიფ სთეითის” კონტროლს ექვემდებარება, რაც, შათირიშვილის განმარტებით, „მოსაზრება კი არა, უკვე დადასტურებული ფაქტია.”
შათირიშვილი ამ დასკვნას სამი „არარეალიზებული” ნაბიჯით ხსნის: ტრამპს ვერცერთი ოლიგარქიული ოჯახი ვერ „გამოუჩინია”; ვერ დაუსრულებია სამხედრო კონფლიქტები, პირიქით — „ომის გამჩაღებლადაც” იქცა; და „ლგბტქ+ პროპაგანდის” წინააღმდეგ ბრძოლა „ბოლომდე” ვერ მიიყვანა.
ავტორი საქართველოს ხელისუფლებასაც სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ: ევროკავშირსა და კოპენჰაგენის მოვლენებს სამართლიანად აკრიტიკებს, მაგრამ ამ ყველაფერზე ამერიკის სიჩუმეს ეხება „შერჩევით” და „ნახევრად სიმართლეს” ავრცელებს. „ნახევრად სიმართლე სრული სიმართლე ვერ იქნება,” — წერს შათირიშვილი.
„დიფ სთეითის” კონცეფციას „ქართული ოცნების” ხელისუფლება პროდასავლური ოპოზიციის, ევროინტეგრაციის მომხრეებისა და საერთაშორისო კრიტიკოსების ერთობლივი ეტიკეტირებისთვის იყენებს.