← მთავარი
პოლიტიკა

მიშასთვისაც და ჩემთვის იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავმჯდომარეობით ენმ-ში ჩემი ინტეგრაცია - ჟორჟოლიანი

17 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
მიშასთვისაც და ჩემთვის იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავმჯდომარეობით ენმ-ში ჩემი ინტეგრაცია - ჟორჟოლიანი

„მიშასთვისაც და ჩემთვის იდეალური იქნებოდა თინას თავჯდომარეობით ნაცმოში ჩემი ინტეგრაცია“.„როგორც უკვე ვთქვი, ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე გამოცდილი, მან იცის ის რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც შეიძლება მას არ ჰქონდეს. იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა რომ ასე არ დალაგდა“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუკზე.„ამ პარტიას ჰყავს მთავარი ლიდერი და ის მიხეილ სააკაშვილია, ჰყავს ხაბე [ლევან ხაბეიშვილი], რომელმაც ბევრი იშრომა გუნდისთვის და საერთო საქმისთვის. ხაბე რომ გარეთ ყოფილიყო, ჩემი საჭიროება არც კი იარსებებდა ნაციონალურ მოძრაობაში“, - წერს ის.

„ის ქვეყნის გარეთ, მე - ქვეყნის შიგნით“„მე რა შემიძლია გავაკეთო?! პარტიას დავუბრუნო მიშას ტემპი, პრიორიტეტები, როცა მთავარი სახალხოობა იყო, საყველპურო პოლიტიკა. მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. იქნებ, თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს. იქნებ, პოლიტიკას ჰალსტუხის ბოლომდე მოჭერა აღარ სჭირდება. თუ პარტია ახლა კრიზისშია, იქნებ კრიზისმენეჯერი სჭირდება“, - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.„საგარეო ველი უმნიშვნელოვანესია, რასაც კომპეტენცია და სწორი მიდგომები სჭირდება. ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად ადამიანი რომელიც ამ თემას ჩაიბარებს იქნება მცოდნე და კომპეტენტური. ექნება სრული ნდობა და დამოუკიდებლობა. ის ქვეყნის გარეთ და მე ქვეყნის შიგნით“, - დაწერა მან.„ამ საუკუნეში რაც უფრო შეშლილია იდეა, უფრო ეფექტურად მუშაობს, ჰოდა იქნებ აქაც იმუშაოს“, - ამბობს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი.

ასევე ნახეთ

სააკაშვილი: ჩემი კანდიდატია ჟორჟოლიანი

რა მოხდა დღესპატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა.მისი სახელით გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში აღნიშნულია, რომ „აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“.სააკაშვილის ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა, რომ „ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“.

ასევე ნახეთ

„შემიძლია მიშას ტემპი შევიტანო“ - რა გეგმითა და ინტერესით მიდის ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ში

„სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა“, - თქვა მან.თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე 2-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ეწურება. რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილმა დაწერა, რომ პარტიას უერთდებოდა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.მოგვიანებით ჟურნალისტმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო სააკაშვილისგან, თუმცა უარი თქვა. თინა ბოკუჩავას ამ საკითხზე კითხვები გუშინ, 16 ივნისს, „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში დაუსვეს.„ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია… მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ასეთ დისკუსიებში. აქ არის პოსტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ… პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს არ იყო“, - თქვა პასუხად ბოკუჩავამ.

ასევე ნახეთ

ბოკუჩავა პოლიტიკურ ჭორაობას უწოდებს ჟორჟოლიანისთვის ენმ-ს თავმჯდომარეობის შეთავაზებას

← მთავარი