← მთავარი
პოლიტიკა

ზურაბიშვილი: „ფრანგებს შეუძლიათ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა წაართვან”

20 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ზურაბიშვილი: „ფრანგებს შეუძლიათ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა წაართვან”

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook Live-ში, მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა რა, არ გამორიცხა, რომ საფრანგეთმა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა წაართვას.

„მე საფრანგეთის მოქალაქეობა დავტოვე — უარი ვთქვი, როდესაც გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ეს კი ივანიშვილს არ გაუკეთებია — არც პრემიერობის დროს, არც ახლა. შეიძლება ფრანგებმა წაართვან, მაგრამ თვითონ ივანიშვილს არ დაუტოვებია საფრანგეთის მოქალაქეობა. ასე რომ, არ ვიცი, რომელი სამშობლოს შვილია. არც მინდა ამაზე პასუხი,” — განაცხადა ზურაბიშვილმა.

← მთავარი