პოლიტიკა
პირველი ლედი ბაგრატიონი — ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება
„ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება” — ეს განაცხადა პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, 15 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.
ბაგრატიონმა ხაზი გაუსვა, რომ ის პრეზიდენტ მიხეილ კობახიძის გადაწყვეტილებებში არ ერევა: „არასდროს ვერევი ჩემი ქმრის საქმეებში. მე მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიებს ვემსახურები. გასაგებია, რომ ახალგაზრდები შეწყალებას ითხოვენ.”