← მთავარი
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მონაწილეობს

15 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მონაწილეობს

15 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მონაწილეობს. მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით იმართება. სესიის დასრულების შემდეგ მოლდოვა კომიტეტის თავმჯდომარეობას მონაკოს გადასცემს, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში წარმართავს.

← მთავარი