← მთავარი
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

1 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს შექმნის, მათ შორის როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების კუთხით.

საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირად წვლილს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებაში და მას მადლობა გადაუხადა, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

← მთავარი