← მთავარი
პოლიტიკა

ივანიშვილი კობახიძეს მალე ურნაში მოისვრის, წულუკიანი ან ქვრივიშვილი შეცვლის - ლევან ხაბეიშვილი

22 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ივანიშვილი კობახიძეს მალე ურნაში მოისვრის, წულუკიანი ან ქვრივიშვილი შეცვლის - ლევან ხაბეიშვილი

„ივანიშვილი კობახიძეს მალე ურნაში მოისვრის, წულუკიანი ან ქვრივიშვილი შეცვლის“ - ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა • 20 ივნისი 11:21

ლევან ხაბაიშვილის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის მოხსნა იგეგმება - ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, “დღის ამბებისთვის” ციხიდან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მოქმედ პრემიერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ან იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი შეცვლის.

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი თვლის რომ “ქართულ ოცნებას” “ხრწნის ბოლო ეტაპი აქვს. კობახიძის რიტუალური მადლობები კი ივანიშვილის პანიკის, ისტერიკის გამოძახილია”:

აღარც მორალური, არც პოლიტიკური, არც ადამიანური რესურსები აღარ გააჩნიათ. უშინაარსო კრიმინალთა ჯგუფია, რომელიც დგას ძალადობაზე, შიშზე და ტყუილ პროპაგანდაზე. ხრწნის ბოლო ეტაპი აქვთ, თუმცა თუ მაყურებლის როლში დავრჩებით: ჩვენც დიდხანს მოგვიწევს ამ აყროლების სუნთქვა. ივანიშვილის პანიკის, ისტერიკის გამოძახილია კობახიძის რიტუალური მადლობები… გამოყენებული ხელთათმანია და მალე ურნაში მოისვრის. წულუკიანი ან ქვრივიშვილი შეცვლის და ცხადია, ამით არაფერი შეიცვლება ხალხისთვის”- წერს TV პირველს ციხიდან ლევან ხაბეიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები

„…არის წუთები, როდესაც ადამიანი ვალდებულია ხმა ამოიღოს…რადგან დუმილიც ზოგჯერ ზნეობრივი პოზიცია ხდება.“ - ალექსანდრე თავართქილაძე, ონკოლოგი და გენეტიკოსი „…არის წუთები, როდესაც ადამიანი ვალდებულია ხმა ამოიღოს — არა იმიტომ, რომ საქმის ყველა სამართლებრივი დეტალი იცის, არამედ იმიტომ, რომ დუმილიც ზოგჯერ ზნეობრივი პოზიცია ხდება. მე არ ვარ ამ საქმის იურიდი…

პოლიტიკა • 21 ივნისი 11:47

VIDEO: „ადამიანის სულის თავგადასავალი - საკუთარი თავის შეცნობისა და ძიების ხანგრძლივი… მტკივნეული პროცესი“ - თეო იოსელიანის რომანი „ორ სამყაროს შორის“ “გურიის მოამბეს” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა, რომელიც რამდენიმე წელია საზღვარგარეთ  იმყოფება, რამდენიმე თვის წინ მისტიკური რომანი – “ორ სამყაროს შორის” – გამოსცა. “მე ორჯერ დავიბადე და მეორედ დაბადების…

საზოგადოება • 21 ივნისი 10:11

„შესაძლებელია მალე ალისასაც მოუწიოს გადახვეწა. მინდა რომ ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელსაც ქართული სახელი და გვარი აქვს, ჰქონდეს სამშობლო, რომლითაც იამაყებს“ - მიხეილ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს: ,,ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას მისი ნამდვილად გმირული ბრძოლისთვის. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ციხის რეჟიმის დამოკიდებულება, ჩვენი ჯანმრთელობისადმი. გადაწ…

პოლიტიკა • 21 ივნისი 1:01

ვიდეო: დადგენილია წამებაში მონაწილე პოლიციელების ვინაობა დაადგინა - „ტვ პირველი“ პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცს განსაკუთრებული სისასტიკით სცემს,  23 წლის ირაკლი კუხალაშვილია, [სასტიკი ანგარიშსწორების დროს, 2022 წელს ის 19 წლის იყო]. პოლიციელი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, მუშაობ…

პოლიტიკა • 21 ივნისი 0:35

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში ქერჩის პორტს დაარტყა უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში ქერჩის პორტს დაარტყა | ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქე…

რუსეთ-უკრაინის ომი • 21 ივნისი 0:32

„ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ამერიკა დაბრუნდა!!!“ - ტრამპი „რადიკალური მემარცხენეები და დემოკრატები აცნობიერებენ, რამდენად წარმატებულად წარვმართეთ ომი ირანის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ეს ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით სრულად დამარცხდა. ობამა კი უბრალოდ განაგრძ…

მსოფლიო • 20 ივნისი 10:21

მეტის ნახვა

← მთავარი