← მთავარი
პოლიტიკა

Intelligence Online: საფრანგეთმა ჯაშუშობის შესახებ დავის გამო საქართველოდან დაზვერვის ორი ოფიცერი გაიწვია

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
Intelligence Online: საფრანგეთმა ჯაშუშობის შესახებ დავის გამო საქართველოდან დაზვერვის ორი ოფიცერი გაიწვია

ფრანგულმა გამოცემამ Intelligence Online 3 ივნისს განაცხადა, რომ საფრანგეთი იძულებული გახდა მაისში თბილისიდან დაზვერვის ორი ოფიცერი გაეწვია მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამოაზრის დაქირავების ფაქტი გამოააშკარავა.საქმე ეხება უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს, რომელიც ბოლო დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მანამდე ბიძინა ივანიშვილის „ქართუ“ ბანკში საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურს ხელმძღვანელობდა. დაკავებისას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გაამხილა ქვეყანა, რომლისთვისაც უძილაური სავარაუდოდ ჯაშუშობდა, ხოლო „რუსთავი 2“-მა თავის რეპორტაჟში განაცხადა, რომ ის „ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა“. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ მიანიშნა, რომ ეს ქვეყანა საფრანგეთი იყო.Intelligence Online-მა განაცხადა, რომ საფრანგეთის დაზვერვის სამსახურმა (DGSE) უძილაური ბოლო თვეებში დაიქირავა და ოპერაცია „წარმატებულ მანევრად“ შეაფასა, რომელიც საბოლოოდ ქართული კონტრდაზვერვის მიერ იქნა გამოვლენილი.გამოცემის თანახმად, „უძილაურის დაპატიმრების შესახებ განცხადებიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მოულოდნელად დასავლეთის ქვეყნებს ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშების გაყვანა მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი მათი აგენტების ვინაობის გამხელით დაემუქრა. გამოცემა ამბობს, რომ DGSE-მ მოთხოვნა შეასრულა და ორი ოფიცერი, რომლებიც თბილისში, საფრანგეთის საელჩოში იყვნენ განთავსებულნი, პარიზში გამოიძახა.გამოცემამ განაცხადა, რომ დაუკავშირდა DGSE-ს, რომელმაც, მათი თქმით, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ მისი არცერთი თანამშრომელი საქართველოს ხელისუფლების მიერ პერსონა ნონ გრატად არ გამოცხადებულა. მისი თქმით, სუს-მაც და საქართველოს საელჩომაც პარიზში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.Intelligence Online-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, საჯაროდ არ დაესახელებინა საფრანგეთი, შესაძლოა ასახავდეს „პარიზის ძალისხმევას თბილისთან დიალოგის შესანარჩუნებლად“, მიუხედავად ორმხრივ ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობისა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. გამოცემა ამ საქმეს ფრანგული დაზვერვისთვის „სერიოზულ დარტყმად“ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პარიზი საქართველოს რუსეთში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგის „მთავარ ფორპოსტად“ მიიჩნევს. მან დასძინა, რომ DGSE-ს ოფისმა თბილისში, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს დაიხურა და 2003 წელს ხელახლა გაიხსნა, 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.This post is also available in:

English TagsFrance გიორგი უძილაური მამუკა მდინარაძე საფრანგეთი სუსი ჯაშუშობა

Copy URL URL Copied

← მთავარი