← მთავარი
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და საქართველო და სერბეთი მზად იქნებიან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ირაკლი კობახიძე: რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და საქართველო და სერბეთი მზად იქნებიან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის

“რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და ამის შემდეგ საქართველო და სერბეთი მზად იქნებიან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის”, — ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან გამართულ ბრიფინგზე თქვა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სავაჭრო მოლაპარაკებების დინამიკას და აღნიშნა, რომ შეთანხმება ორმხრივად სასარგებლო იქნება ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. “უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და ამის შემდეგ უკვე ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას”, — აღნიშნა მან. ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, ბრიფინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და საქართველოს, როგორც სტრატეგიული ჰაბის როლს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკური კავშირების გაძლიერება ევროპა-აზიის სავაჭრო ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს “ასევე საუბარი გვქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველო, “შუა დერეფნის” განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი,” — აღნიშნა კობახიძემ.

← მთავარი