წერია ბრალდებები, თუმცა მტკიცებულებები ვერ მოიძებნა - სამხარაძემ ეუთოში „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა გააკრიტიკა
მისი თქმით, ხელისუფლება რეკომენდაციების ნაწილს ეთანხმება, თუმცა „ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივი სიზუსტის თვალსაზრისით“.
„დოკუმენტში წერია მხოლოდ ბრალდებებზე, თუმცა, მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა. მოგიწოდებთ, რომ წაშალოთ სიტყვა „საქართველო“ ამ აბზაციდან…
რაც შეეხება გამოძიების შესახებ მოწოდებას, გამოძიება უკვე დაწყებულია და რამდენიმე დამნაშავე პასუხისგებაში უკვე მიეცა. ობიექტურობისთვის ეს პუნქტები უნდა აისახოს ამ რეზოლუციაში“, - თქვა სამხარაძემ.
სამხარაძე საქართველოდან ეუთოში წასული დელეგაციის ხელმძღვანელია. მასთან ერთად 33-ე სესიას დაესწრნენ: პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.
მასალა განახლდება