← მთავარი
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს

18 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს

“ელენე ხოშტარიას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს”, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ხოშტარიას “რომ რამე დაემართოს” ეს ხელისუფლებისთვის დიდი კრახი იქნება. “ძლიერი საქართველო — ლელო”: მოვითხოვთ, პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას გაეწიოს ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა! პენიტენციური: “ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე” შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს “როგორ ფიქრობთ, მისი ჯანმრთელობის საკითხით ხელისუფლება უფრო არის დაინტერესებული, თუ მისი ახლობლები და პარტია? მას რომ რამე დაემართოს, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა კრახი იქნება ეს ხელისუფლებისთვის? ასე რომ, მას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს. არაფერს არ დააკლებენ და ეს განცხადება იყო ზუსტად.დავანებოთ ქრისტიანობას, ადამიანის უფლებებს, ჰუმანიზმს და ყველაფერს თავი — წმინდა პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენზე უფრო დიდ გულშემატკივარს მის ჯანმრთელობას ახლა არავინ არა ჰყავს. ხელისუფლებაში არავინ დაუშვებს, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებების გამო, რომ მას რაიმე დაემართოს. ასე რომ, ყველა ეს განცხადება, რომ ყალბია, იმთავითვე უნდა ჩანდეს. ჩვენზე დიდი ინტერესი მისი ჯანმრთელობის გამო ვის უნდა ჰქონდეს ახლა დედამიწაზე? არავის”, — განაცხადა შარმანაშვილმა. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. მისივე თქმით, “ყოველი ვიზიტის დროს ადვოკატებისთვის თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს”

← მთავარი