← მთავარი
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის” განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

20 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
„გახარია საქართველოსთვის” განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის” ინტერპელაციის წესით პარლამენტში გაიწვევს განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა სკოლის ბოლო ზარის დღეს განაცხადა.

„ოცნების ხელისუფლება ისედაც სტრესულ გარემოს კიდევ უფრო ართულებს — სკოლის დამამთავრებელ მოსწავლეებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არ აქვთ: შეძლებენ თუ არა სწავლას მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში? რამდენ წლიანი იქნება სასწავლო პროგრამები? რა დაუჯდება სახელმწიფოს მათი განათლება? თუ მოუწევთ ქალაქის შეცვლა — სად და როგორ იცხოვრებენ?” — განაცხადა ხვედელიანმა.

ოპოზიციურმა პარტიამ მინისტრს კითხვები წინასწარ გაუგზავნა, რომლებიც მოიცავს განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, სასწავლო პროგრამების გადანაწილებასა და აკადემიური თავისუფლების საკითხებს. მინისტრი ვალდებულია საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადდეს და ამომწურავი პასუხები გასცეს.

← მთავარი