← მთავარი
პოლიტიკა

რუსი მილიარდერი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია - რუსული მედია

25 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
რუსი მილიარდერი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია - რუსული მედია
რუსული მედიის ცნობით, რუსი მილიარდერი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია ინფორმაციას რუსული Telegram-არხი Ateo Breaking ავრცელებს. Telegram-ისა და ВКонтакте-ს დამფუძნებელი და რუსი მილიარდერი პაველ დუროვი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, 2024 წლის 25 აგვისტოს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. დუროვს 12 დანაშაულს ედავებიან, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე, თუმცა ის 29 აგვისტოს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დუროვზე სამართლებრივი დავა საფრანგეთში დღემდე გრძელდება, ის პატიმრობიდან გაათავისუფლებს, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლია. ის ამ დროისთვის დუბაიში ცხოვრობს, თუმცა საფრანგეთში მის წინააღმდეგ არსებული გამოძიების გამო, საერთაშორისო დონეზე გადაადგილება შეზღუდული აქვს
← მთავარი