← მთავარი
პოლიტიკა

კალუგინი: საქართველოში საჯაროდ აღიარეს, რომ დასავლეთი „მეორე ფრონტის” გახსნას ითხოვდა

12 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
კალუგინი: საქართველოში საჯაროდ აღიარეს, რომ დასავლეთი „მეორე ფრონტის” გახსნას ითხოვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ კალუგინი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ საქართველომ საჯაროდ აღიარა: 2022 წლიდან დასავლეთი მოითხოვდა, „მეორე ფრონტი” გაეხსნა რუსეთის წინააღმდეგ.

„მრავლისმეტყველია თბილისის საჯარო აღიარება, რომ ფაქტობრივად 2022 წლიდან მასგან მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის” გახსნას მოითხოვდნენ,” — განაცხადა კალუგინმა.

მისი თქმით, დასავლეთი სამხრეთ კავკასიის მიმართ „კონსტრუქციულ კი არა, დესტრუქციულ ჩანაფიქრებს” ატარებს, რომელიც გეოპოლიტიკურ თამაშებთან — და არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ — არის დაკავშირებული.

კალუგინი ასევე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს „ბუნებრივ პარტნიორად” თვლის და თბილისთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზად არის.

„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან. ჩვენ მზად ვართ თბილისთან თანამშრომლობა უფრო განვავითაროთ და პრაქტიკული საკითხები კონსტრუქციულად გადავჭრათ. ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ საკუთარი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს და რესპუბლიკის რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრევას არ დაუშვებს,” — განაცხადა კალუგინმა.

მისი განმარტებით, მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო დიალოგებში ყურადღებით მუშაობს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის პოსტკონფლიქტური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე.

← მთავარი