← მთავარი
პოლიტიკა

ვიდეო: დადგენილია წამებაში მონაწილე პოლიციელების ვინაობა

22 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ვიდეო: დადგენილია წამებაში მონაწილე პოლიციელების ვინაობა

ვიდეო: დადგენილია წამებაში მონაწილე პოლიციელების ვინაობა დაადგინა - „ტვ პირველი“

პოლიტიკა • 21 ივნისი 0:35

პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცს განსაკუთრებული სისასტიკით სცემს,  23 წლის ირაკლი კუხალაშვილია, [სასტიკი ანგარიშსწორების დროს, 2022 წელს ის 19 წლის იყო]. პოლიციელი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, მუშაობას სისტემაში აგრძელებდა, მათ შორის მუშაობდა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.

ოჯახი ადასტურებს, რომ კუხალაშვილი მხოლოდ ახლა, 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ  დანაშაულის ამსახველი კადრები, სისტემიდან გამოსული იყო. 

“შაბათის ეთერმა” დაადგინა, რომ მოქალაქეების წამებაში მხილებული პოლიციელი ბექა კუხალაშვილი 2025 წელს თბილისში, საქალაქო სასამართლოსთან ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის  და კიდევ 9 პირის განაჩენის გამოცხადების დროს პოლიციის კორდონში იდგა, მაშინ ის აქციის მონაწილეების თქმით, მათ გამოწვევას ცდილობდა.

დგინდება ისიც, რომ კუხალაშვილმა 2024  წელს თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე ყიდულობს ბინას. 

პოლიციელი, რომელიც ბექა კუხალაშვილთან ერთად, მოქალაქეს სცემს,  ირაკლი კაციტაძეა - დაკავებამდე იმერეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა. მეზობლებს მოძალადე პოლიციელი რადენიმე თვეა არ უნახავთ, კაცი, რომელიც სისტემიდან გამოჟონილ მინიმუმ ორ ვიდეოში ჩანს, სწორედ ნაცნობებმა ამოიცნეს. ირაკლი კაციტაძემ ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე ბინა მოქალაქეზე სასტიკი ანგარიშსწორებიდან მალვე იყიდა. 64 კვადრატული მეტრის ფართის ბინა მის სახელზე 2023 წლის 19 მაისს ფორმდება. კაციტაძე მანამდე უძრავ ქონებას საერთოდ არ ფლობდა. კადრებში, რომელიც “შაბათის ეთერმა” გასულ კვირას გაასაჯაროვა,  ჩანს, რომ 32 წლის ირაკლი კაციტაძე მოქალაქის ცემას მუშტებით  ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში პირველი იწყებს და შემდეგ ფეხებს ახალგაზრდა კაცს ბექა კუხალაშვილი ურტყამს.  ვისი დავალებით აწამებდნენ ხალხს პოლიციაში კითხვაზე, მათი ოჯახის წევრები არ პასუხობენ. ირაკლი კაციტაძის სიმამრი კი მიანიშნებს, რომ ის რაც კადრებში საზოგადოებამ იხილა, პოლიციის თვითნებობა არ ყოფილა.

პოლიციელი კი, რომელიც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ მოქალაქეს სცემს 29 წლის მიხეილ ჯინჭარაძეა.  პირი, რომელზეც ის ძალადობს სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. ქუთაისის პოლიციის სტაჟიანი თანამშრომელი, ჯინჭარაძე გავრცელებულ ვიდეო მასალაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, პროკურატურამ ის დანარჩენ ორ პირთან ერთად 2022 წელს მომხდარი ძალადობის გამო, 2026 წლის 23 თებერვალს დააკავა. ოჯახი ადასტურებს, რომ მიხეილ ჯინჭარაძე დაკავებულია, თუმცა ისინიც დუმილს ირჩევენ.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ირკვევა, რომ პოლიციის განყოფილებაში ნაცემმა ახალგაზრდების ნაწილმა გამოძიებას ჩვენება არ მისცა და პოლიციელების გათავისუფლებაზე ნოტარიული თანხმობა გააფორმა. ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი “შაბათის ეთერთან” ამბობს, რომ დაზარალებულებისგან ნოტარიული დასტური, რომ მათ პრეტენზიები არ გააჩნიათ, უკვე აიღეს.

ნოტარიულ დოკუმენტებზე არ ლაპარაკობს ერთ ერთი სრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.  30 წლის კაცი ამბობს, რომ პოლიცილების მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქვეყანა დატოვა და დიდი ხანი უკან არ ბრუნდებოდა. შეგახსენებთ, რომ  პოლიციის მხრიდან მოქალაქეების სასტიკი ცემის ვიდეო-კადრები “შაბათის ეთერმა” გასულ შაბათს გაავრცელა.

ის 5 ვიდეოფაილი, რომელიც TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა აჩვენა, “შაბათის ეთერს” 32 წლის IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის ოჯახმა მიაწოდა. ინტერვიუში გიორგი კვიცარიძის დედა ყვება, რომ მისმა შვილმა გატეხა პოლიციელების შიდა ბაზა/ჩატი და გადმოწერა 33 ვიდეოფაილი, სადაც ასახულია ახალგაზრდების მასობრივი წამება, სიგარეტის დაწვა სხეულზე და სექსუალური ხასიათის მუქარაც კი.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები

„…არის წუთები, როდესაც ადამიანი ვალდებულია ხმა ამოიღოს…რადგან დუმილიც ზოგჯერ ზნეობრივი პოზიცია ხდება.“ - ალექსანდრე თავართქილაძე, ონკოლოგი და გენეტიკოსი „…არის წუთები, როდესაც ადამიანი ვალდებულია ხმა ამოიღოს — არა იმიტომ, რომ საქმის ყველა სამართლებრივი დეტალი იცის, არამედ იმიტომ, რომ დუმილიც ზოგჯერ ზნეობრივი პოზიცია ხდება. მე არ ვარ ამ საქმის იურიდი…

პოლიტიკა • 21 ივნისი 11:47

VIDEO: „ადამიანის სულის თავგადასავალი - საკუთარი თავის შეცნობისა და ძიების ხანგრძლივი… მტკივნეული პროცესი“ - თეო იოსელიანის რომანი „ორ სამყაროს შორის“ “გურიის მოამბეს” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა, რომელიც რამდენიმე წელია საზღვარგარეთ  იმყოფება, რამდენიმე თვის წინ მისტიკური რომანი – “ორ სამყაროს შორის” – გამოსცა. “მე ორჯერ დავიბადე და მეორედ დაბადების…

საზოგადოება • 21 ივნისი 10:11

„შესაძლებელია მალე ალისასაც მოუწიოს გადახვეწა. მინდა რომ ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელსაც ქართული სახელი და გვარი აქვს, ჰქონდეს სამშობლო, რომლითაც იამაყებს“ - მიხეილ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს: ,,ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას მისი ნამდვილად გმირული ბრძოლისთვის. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ციხის რეჟიმის დამოკიდებულება, ჩვენი ჯანმრთელობისადმი. გადაწ…

პოლიტიკა • 21 ივნისი 1:01

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში ქერჩის პორტს დაარტყა უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში ქერჩის პორტს დაარტყა | ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქე…

რუსეთ-უკრაინის ომი • 21 ივნისი 0:32

„ივანიშვილი კობახიძეს მალე ურნაში მოისვრის, წულუკიანი ან ქვრივიშვილი შეცვლის“ - ლევან ხაბეიშვილი ლევან ხაბაიშვილის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის მოხსნა იგეგმება - ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, “დღის ამბებისთვის” ციხიდან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მოქმედ პრემიერს საქართველო…

პოლიტიკა • 20 ივნისი 11:21

„ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ამერიკა დაბრუნდა!!!“ - ტრამპი „რადიკალური მემარცხენეები და დემოკრატები აცნობიერებენ, რამდენად წარმატებულად წარვმართეთ ომი ირანის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ეს ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით სრულად დამარცხდა. ობამა კი უბრალოდ განაგრძ…

მსოფლიო • 20 ივნისი 10:21

მეტის ნახვა

← მთავარი