„ბატონი გოგის პროფესიული ავტორიტეტი და საზოგადოებრივი დამსახურება იმდენად დიდია, რომ ეს შემთხვევა ვერ დარჩება რიგით მოვლენად... უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საზოგადოების სოლიდარობა" - ივანე ჩხაიძე გიორგი ჩახუნაშვილის 5-წლიან პატიმრობაზე
„ბატონი გოგის პროფესიული ავტორიტეტი და საზოგადოებრივი დამსახურება იმდენად დიდია, რომ ეს შემთხვევა ვერ დარჩება რიგით მოვლენად… უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საზოგადოების სოლიდარობა“ - ივანე ჩხაიძე გიორგი ჩახუნაშვილის 5-წლიან პატიმრობაზე
პოლიტიკა • 1:05
„ემოციურად რთულია მომხდარის გააზრება, როდესაც საქმე ეხება ჩვენს კოლეგას, მასწავლებელსა და გამორჩეულად ღვაწლმოსილ ექიმს. იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება. ბატონი გოგის პროფესიული ავტორიტეტი და საზოგადოებრივი დამსახურება იმდენად დიდია, რომ ეს შემთხვევა ვერ დარჩება რიგით მოვლენად. გარდა ამისა, ამ კრიზისულ მომენტში უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საზოგადოების სოლიდარობა.“ | აცხადებს იაშვილის კლინიკის დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე მედსკრიპტუმთან ინტერვიუში 19 ივნისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათგან ექვსს - მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ია დარახველიძეს კი 5 წელი. 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს