← მთავარი
პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით

18 აგვისტო, 2026 · წყარო: on.ge
სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით

კოალიცია ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში თეთრი სახლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს.

“ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს” — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?

სალომე სამადაშვილმა დაწერა, რომ რუსეთი და ირანი, ორივე სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს საქართველოს. მისივე განმარტებით, აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს საქართველოს ტერიტორიით აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით.

“რუსეთი და ირანი, ორივე სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს საქართველოს, ეს უკვე ვიცით, დადასტურებულია ევროკავშირის და აშშ-ს სანქციებით.

აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით…

მაგრამ ზაფხულია, ვერ მოიცალა ჯერ აშშ-მ ივანიშვილთან “გადატვირთვისთვის”… ვერც “დიპ სტეიტი” დაამარცხა, ჯერ… ეს ანგარიში კი, აშკარად ‘‘მადე” ინ დიპსეტეიტაა”, — დაწერა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის ანგარიშის “დიდი ტრანზიტული თაღლითობას” (The Great Transshipment Scam) თანახმად, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს.

ანგარიშის ავტორების მიერ “დიდი ტრანზიტული თაღლითობის” მონაწილეებად იდენტიფიცირებული დაახლოებით 40 ქვეყანა პირობითად სამ კატეგორიად იყოფა.

ანგარიშის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

← მთავარი