პოლიტიკა
„ჩვენ მზად ვიყავით და ვართ, ნებისმიერ დროს ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი" - ბოჭორიშვილის მოადგილე
„ჩვენ მზად ვიყავით და ვართ, ნებისმიერ დროს ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი“ - ბოჭორიშვილის მოადგილე
პოლიტიკა • 14:25
| “საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ვადასტურებ მიდგომას, რომელიც არ შეცვლილა - ჩვენ, როგორც საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყება, მზად ვიყავით და ვართ, ნებისმიერ დროს ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებით” [იპნ] | ამბობს ბოჭორიშვილის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე ამავე შინაარსის განცხადება გუშინ ლუქსემბურგში ვიზიტისას ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა. მან თქვა: “…ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ”. ამ საკითხზე დღეს ოცნების წევრმა მაჭავარიანმაც თქვა: “მზად ვართ, ბრიუსელთან დავჯდეთ სასაუბროდ” |