← მთავარი
პოლიტიკა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები სტამბოლში შეიკრიბნენ და ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები სტამბოლში შეიკრიბნენ და ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 8 ივნისს სტამბოლში, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივ შეხვედრაზე შეიკრიბნენ.მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სტამბოლის დეკლარაციას, და ღონისძიების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო, რიგით მეთერთმეტე მინისტერიალი, რიგითობის პრინციპის შესაბამისად, საქართველოში გაიმართება.სამმხრივი შეხვედრასამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის დროს, მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დაკავშირებადობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს“. ამასთან, აღინიშნა „მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და ვიზიტების აქტიური დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა“.საგარეო უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობასა და განხორციელებაზე. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონის „პოტენციალი“ და სამი ქვეყნის როლი „დაკავშირებადობის კონტექსტში“. ამასთან დაკავშირებით, „ხაზგასმით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვანი ამოქმედების, ასევე შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა“.მინისტრებმა ასევე განიხილეს „რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები“ და ხაზი გაუსვეს „კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების და დიპლომატიური არხების გამოყენების მნიშვნელობას“.შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, სტამბოლის დეკლარაციას. დეკლარაციაში მხარეებმა „კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი სახელმწიფოების მტკიცე და ცალსახა მხარდაჭერა ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მიმართ“, ხაზი გაუსვეს „რეგიონული და გლობალური გამოწვევების დასაძლევად მათი ძლიერი სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას“ და რეგიონში ახალი სატრანზიტო ინიციატივების როლზე გაამახვილეს ყურადღება.ბოჭორიშვილის გამოსვლა ერთობლივ პრესკონფერენციაზეშეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომლებსაც გვაერთიანებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების საერთო ხედვა. წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფგორმაციით, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს „არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტი, რომლებმაც რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს“.მან მშვიდობის შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონის განვითარების, ისე უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან წინაპირობას“.ბოჭორიშვილის თქმით, მხარეთა საერთო მიზანია სამხრეთ კავკასიის ჩამოყალიბება თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის სივრცედ.მაკა ბოჭორიშვილმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „ურთიერთობების დინამიკა“, ასევე თურქეთსა და სომხეთს შორის „ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით მიღწეული პროგრესი“ და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო, თავის მხრივ, მზად არის, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში“.სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა თურქეთსა და აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „მტკიცე მხარდაჭერისათვის“.This post is also available in:

English Tagsაზერბაიჯანი თურქეთი მაკა ბოჭორიშვილი საქართველო

Copy URL URL Copied

← მთავარი