← მთავარი
პოლიტიკა

ვოლსკი: სოციალური ქსელებში შეურაცხმყოფელი სტატუსისთვის ყველა ავტორს მოეთხოვება პასუხი

1 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ვოლსკი: სოციალური ქსელებში შეურაცხმყოფელი სტატუსისთვის ყველა ავტორს მოეთხოვება პასუხი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.

გია ვოლსკის მტკიცებით, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ სტატუსებს ან კომენტარებს დაწერს.

ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი, რა დონის პასუხი იქნება, რა დონის სასჯელი იქნება, ამასთან დაკავშირებით, წინასწარ ვერ ვიტყვით, პრაქტიკა გვიჩვენებს, მაგრამ ის, რაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშია, ისეთი არ უნდა იყოს, როდესაც გარკვეულ ხუმრობაზე, ან მწვავე შეფასებაზე ადამიანებს იბარებდნენ შესაბამის ორგანოებში, რაც ხდება, ასეთი მაგალითები ბევრია, ასეთი არ უნდა იყო, მაგრამ სახელმწიფომ თავი უნდა დაიცვას იმისგან, რაც ხდება, დაბინძურება მთელი ამ საზოგადოებრივი სივრცის, ამ უწმაწურობით, არის ერთ-ერთი სამწუხარო ფაქტი, რასაც თვალს ვადევნებთ, - განაცხადა ვოლსკიმ.

← მთავარი