კობახიძე შაიშმელაშვილზე: „კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში, რა გავლენიანი იყო?!”
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ირონიულად კომენტირებს.
„კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში, რა გავლენიანი იყო შაიშმელაშვილი?! როგორ შეიძლება გავლენიან ფიგურად გამოაცხადო ვიღაც შაიშმელაშვილი გდდ-ში. თავშესაფარი ადამიანმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა საფუძვლით. ადამიანები ბარდებიან სხვა ქვეყანას და ამბობენ, რომ კონკრეტული მიმართულების წარმომდგენლები არიან და ამის გამო იდევნებიან — ათასი ტყუილი ჰგონიათ” — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა: „ბოლო დროს გვაქვს გახშირებული კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. მე პირადად სატელეფონო საუბარი მქონდა რუბიოსთან, იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია — კონკრეტული დეტალების განხილვა. მაისის ბოლოს, კონკრეტული ფორმატის ფარგლებში, კონკრეტული დეტალები განვიხილოთ. ვნახოთ, დაველოდებით ინტერესით.”