ცოტნე ივანიშვილი: „ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა”
სიღნაღში ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, ახალგაზრდების მიმართვაზე — ქვეყნის დატოვების სურვილზე — უპასუხა.
„ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვულები ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები” და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო — იმდენად კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასია თითოეულ ჩვენგანს ჩვენი სამშობლო,” — განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სიტყვა „სამშობლო” სხვა ენებზე ადეკვატურად არ ითარგმნება — პირდაპირი კავშირი „მშობელთან” მხოლოდ ქართული გამოხატვისთვისაა დამახასიათებელი.
ცოტნე ივანიშვილი შეხვედრაზე ახალგაზრდებს ასურდა, რომ მათი პროექტები და იდეები ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდება. მისი თქმით, ამისთვის ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა და მშვიდობა აუცილებელი პირობაა.
„მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს ძალიან მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და, პირიქით, არ არსებობდეს წასვლის სურვილი,” — თქვა მან.