ვიდეო: სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტი აქტივისტ თამუნა გიორგაძეს ბიძინა ივანიშვილის წყევლაში სდებს ბრალს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9%-ით გაიზარდა. მშპ-ს დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის I კვარტალში 2.3%-ით განისაზღვრა.2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (36%), ტრანსპორტი და დასაწყობება (18%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.5%).კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.3%) და მშენებლობა (-2.0%).მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.2%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (10.4%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10%), დამამუშავებელი მრეწველობა (8.2%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.2%), განათლება (6.5%), მშენებლობა (6.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.9%).