პოლიტიკა
ბილ ბრაუდერი ბრიტანეთს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს: „სანქციები მუშაობს — ის ძალიან გაბრაზებულია”
„მაგნიტსკის აქტის” ავტორი, ამერიკელი ინვესტორი ბილ ბრაუდერი TV პირველის ეთერში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრიტანული სანქციების დაწესებისკენ მოიწოდა.
„სანქციები ნამდვილად მუშაობს. დანამდვილებით ვიცი, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია — იმ სანქციებით, რომლებიც უკვე დაწესებულია მის წინააღმდეგ. ლონდონში ყურადღება გავამახვილე, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ამ დრომდე სანქციები მასზე არ დაუწესებია, სხვა მთავრობებმა კი ეს გააკეთეს,” — განაცხადა ბრაუდერმა.
მისი თქმით, ივანიშვილს ბიზნეს ინტერესები გაჩნია დიდ ბრიტანეთში, ამიტომ ბრიტანული სანქციები განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება: „ასე რომ, მისი აქტივები გაყინულია და მისი მოგზაურობა შეიზღუდება. იმედი მაქვს, ბრიტანეთი სხვა მთავრობების მაგალითს მიჰყვება.”