← მთავარი
პოლიტიკა

„როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას" - კახა კალაძე

16 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას

„როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას“ - კახა კალაძე

        პოლიტიკა • 13:20

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი პოლიტიკური ნარატივით მოქმედებს.

ამის შესახებ მან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა პარამეტრითა და სტატისტიკით მოწინავე ქვეყანაა.

„რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნარატივი. არავინ უყურებს, როგორი წინსვლა აქვს ქვეყანას და რა რეფორმებია განხორციელებული, რა წინგადადგმული ნაბიჯებია. როგორ შეიძლება, საქართველოზე წინ დააყენო მოლდოვა ან უკრაინა, თუნდაც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ამ კონკრეტულ ქვეყნებში ხდება? მოლდოვა რომ ავიღოთ, საუბარია რუმინეთისთვის მიერთებაზე. უკრაინაში რაც ხდება და რამდენად მძიმე მდგომარეობაა, ყველა ვხედავთ - ომი, კორუფცია. არ მინდა, დავიწყო ამ ქვეყნების შეფასება. მე შემიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, თუ რას ვაკეთებთ და რა ნაბიჯები გადაიდგა - ყველა პარამეტრით, სტატისტიკით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით, რაც შემთხვევით არ მოდის. ეს მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ, იმ პრაგმატულმა პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები ისმის, რაც არასწორი დამოკიდებულებაა.

„როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ცილისწამებას, ტყუილს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ქვეყნის მოსახლეობა, თითოეული ოჯახი. რა თქმა უნდა, ისინი ამას აპროტესტებენ, როგორ ვიკადრეთ და გავბედეთ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა - არ შევუერთდით სანქციებს, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ხალხი ხომ უყურებს ამ უსამართლო დამოკიდებულებას? შესაბამისად, მსგავსი ტიპის განცხადებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ, პირველ რიგში, აზიანებს იმ ბიუროკტატებს, რომელთაგანაც ცილისმწამებლურ განცხადებებს ვისმენთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებისთვის და ამის შესახებ განცხადებაც არაერთხელ გაკეთებულა.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ისაუბრა, რომ მზად ვართ, დღესვე გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ გაფართოებაზე საუბარი, მაგრამ არა. ეს არის უბრალოდ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს ელაპარაკონ შანტაჟის ენით, თითის დაქნევით, რომ როგორ გავბედეთ და არ მივუერთდით სანქციებს; როგორ გავბედეთ და უბედურებასა და ომში არ ჩავრთეთ ქვეყანა. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა მათთვის - ის, რისთვისაც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და ქართველებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა
                        თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა. გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთვ...
                    

                    
                            სპორტი
                         • 13:24
                
            
                        
                 
                
                    
                          „პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა „აკერმანის“ სახელმძღვანელოდანაა, თუმცა  იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა“ - კახა კალაძე
                        დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დანაშაულის აღკვეთა, საპროტესტო აქციის გამართვა არის პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:21
                
            
                        
                 
                
                    
                          „ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება - დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა“ - კახა კალაძე
                        თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის შესახებ მერმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:19
                
            
                        
                 
                
                    
                          „ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ  არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან“ - კახა კალაძე  
                        „ყველა ადამიანს თავისი მორალი აქვს და მე არ მინდა შევიდე ვინმეს გადაწყვეტილებების მორალის განხილვაში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვინ, რა და როგორ“, -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განა...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:18
                
            
                        
                 
                
                    
                          „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით“ - კახა კალაძე სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტზე  
                        თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რისთვისაც საქართველო მზად არის. „მივესალმებ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:17
                
            
                        
                 
                
                    
                          „მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას“ - წილოსანი თუთბერიძის დაჯარიმებაზე
                        „შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცე...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:08
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი