← მთავარი
პოლიტიკა

სააკაშვილი: „ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე — ის არაფერ შუაშია”

27 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სააკაშვილი: „ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე — ის არაფერ შუაშია”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ჩამოსვლისა და „ღალატის” ირგვლივ გამოჩენილ სპეკულაციებს პასუხობს — და ცხადყოფს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ლიდერი ნიკა მელია ამ ამბავში „არაფერ შუაშია”.

„მინდა ყველას ვუთხრა: რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს, ეს არ ეხება არცერთ მოქმედ, აქტიურ პოლიტიკოსს. ამაზე სპეკულაცია უნდა შეწყდეს. როცა დრო მოვა, აუცილებლად დავასახელებ იმ კაცს,” — წერს ის.

სააკაშვილის განმარტებით, მელია მისი „ლოჯისტიკის საქმის კურსში საერთოდ არ იყო.” მისი კრიტიკა სხვა რამეს ეხება:

„მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული გუშინდელი აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადარიო. მაშინ, როდესაც თბილისში არჩევნების მოგება ჩემი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.

ასე რომ, შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას. იმ კაცს კი, ვინც მე ვიგულისხმე, უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს,” — დასძინა სააკაშვილმა.

← მთავარი