← მთავარი
პოლიტიკა

ივანიშვილი ალიევს შეხვდა — საქართველო-აზერბაიჯანმა ენერგეტიკასა და ტრანსპორტში ისტორიული შეთანხმებები გააფორმეს

24 მაისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ივანიშვილი ალიევს შეხვდა — საქართველო-აზერბაიჯანმა ენერგეტიკასა და ტრანსპორტში ისტორიული შეთანხმებები გააფორმეს

ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმებათა პაკეტს გადამწყვეტი ბიძგი ილჰამ ალიევის ვიზიტმა და „ქართული ოცნების” საპატიო თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ მისცა.

„მას შემდეგ, რაც შედგა ეს შეხვედრა, ძალიან ეფექტური ნაბიჯებით წავიწიეთ წინ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილებაა,” — განაცხადა ქვრივიშვილმა.

18 მაისს ბაქოში გაფორმებული შეთანხმებათა პაკეტი მოიცავს:

გარდა ამისა, 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება.

ქვრივიშვილმა განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორი გამოყო: „ეს უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. აზერბაიჯანი კვლავ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.”

← მთავარი