← მთავარი
პოლიტიკა

მერაბ ტურავა გათავისუფლდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან

26 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge · ambebi.ge
მერაბ ტურავა გათავისუფლდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან

მერაბ ტურავა გათავისუფლდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, 25 ივლისს გამოქვეყნებულ ბრძანებას “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან”, - ნათქვამია ბრძანებაში.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის 29 აპრილს დაინიშნა.

ასევე ნახეთ

მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

მას შემდეგ, რაც მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა. ის მოსამართლე გახდა 2015 წლის მარტში, 2018 წლის იანვრიდან სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2020 წელს აირჩიეს სასამართლოს თავმჯდომარედ.ტურავა ლიეტუვის მიერ იყო დასანქცირებული „ქართული ოცნების“ სახელით რეპრესიული ზომების გატარების გამო. ლიეტუვის მიერ სანქცირებული ოფიციალური პირების სიაში მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები და სხვა თანამდებობის პირები მოხვდნენ, დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვის მიზეზით.რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

← მთავარი