← მთავარი
პოლიტიკა

ანა ბუჩუკური კობახიძეზე: „ადამიანის უფლებებს გადასარევად გვასწავლიდა — ახლა საკუთარ სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს”

20 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ანა ბუჩუკური კობახიძეზე: „ადამიანის უფლებებს გადასარევად გვასწავლიდა — ახლა საკუთარ სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს”

„ირაკლი კობახიძე ჩემი ლექტორი იყო და ადამიანის უფლებებს გვასწავლიდა. გადასარევი ლექტორი იყო — კონსტიტუცია ნამდვილად კარგად იცის. მისი პერსონალური ტრაგედია ის არის, რომ ამ ცოდნას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს,” — ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის”-ის ლიდერმა ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუს”-ში განაცხადა.

ბუჩუკური გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელების მიმართ, სადაც ის ევროკავშირს კოპენჰაგენის „შემაშფოთებელი” მოვლენებისა და „ღირებულებითი კრიზისის” შეფასებისკენ მოუწოდებდა.

„ეს წერილი კობახიძის მიერ საერთაშორისო პარტნიორებზე მორიგი თავდასხმაა. პოლიციას გადაცდომები ყველგან აქვს — სიმართლეს ამბობს. მაგრამ განსხვავება მდგომარეობს იმაში, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამ გადაცდომებზე — ეს განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს,” — განაცხადა ბუჩუკურმა.

პოლიტიკოსის შეფასებით, „ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებსაც „არაფერი წაუკითხავთ”, მაგრამ კობახიძე განსხვავებული შემთხვევაა — ის ზუსტად იცის, რასაც აფუჭებს. „ეს წერილი კლასიკური მაგალითია არა მხოლოდ არაკომპეტენტობის, არამედ არანორმალურობისაც,” — დასძინა ბუჩუკურმა.

გეორგი გახარიას სასაჯარო სივრცეში ნაკლებად გამოჩენაზე ბუჩუკურმა განმარტა, რომ პარტიის ლიდერი ყოველდღიურ რეჟიმში სრულად ჩართულია პარტიულ საქმიანობაში, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებსა და პლატფორმა X-ზე, — თუმცა პარტიის სამედიო ტაქტიკა განსხვავებული ყოველთვის ყოფილა.

← მთავარი