← მთავარი
პოლიტიკა

სამხარაძის თქმით, ლუქსემბურგში ითხოვეს ევროკომისიასთან დიალოგის განახლების საკითხის დაყენება

16 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სამხარაძის თქმით, ლუქსემბურგში ითხოვეს ევროკომისიასთან დიალოგის განახლების საკითხის დაყენება

მისი თქმით, ლუქსემბურგის პარლამენტარები დაინტერესდნენ, „რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში“.„ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლებაზე“, - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრების შემდეგ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.მისი თქმით, საქართველო მზად არის დიალოგის განსაახლებლად:„მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, გამჭვირვალობის კანონს [იგულისხმება „აგენტების კანონი“ - რ.თ.]. ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“.ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი კანონი მიიღო, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლება და ხელს უშლის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსების მიღებას, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - შეუჩერდება თუ არა ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის წლიურ, ბოლო, 2025 წლის 19 დეკემბრის ანგარიშში ევროკომისია მიუთითებდა, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.2026 წლის დეკემბერში ევროკომისიის მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება. ეს ანგარიში, თუკი თბილისმა არაფერი შეცვალა მოწოდებების მიუხედავად, სავარაუდოდ, გაიმეორებს ყველა იმ მკაცრ და უარყოფით ფორმულირებას, რაც წინა ორ ანგარიშში ჰქონდა ევროკომისიას.რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ბრიუსელის წყაროების ცნობით, 2027 წლის იანვარში, სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას.

← მთავარი