პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ამ წელს ფიზიკურად ვერ ვიქნები 26 მაისს, მაგრამ ვიცი — ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა
ოპოზიციური პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია 26 მაისს რუსთაველზე ვერ გამოცხადდება. ამის შესახებ თავად ხოშტარიამ განაცხადა და ახსენა ოჯახური ისტორია, რომელიც ამ თარიღს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„1938 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, დახვრიტეს ჩემი ბაბუა — 27 წლის მეთოდე ხოშტარია. დახვრიტეს ზუსტად იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა აღარასდროს გვეზეიმა და რომ მეც არასდროს ვმდგარიყავი დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველზე.”
ხოშტარია ამბობს, რომ მიუხედავად ფიზიკური დაუსწრებლობისა, ზუსტად იცის — „ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა და ზუსტად ვიცი, რომ დამოუკიდებლობის დღეს ყოველთვის ძალიან ამაყად ვიზეიმებთ”.