← მთავარი
პოლიტიკა

პოლიციის აკადემიის რექტორად თამაზაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი სახოკია დაინიშნა

23 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
პოლიციის აკადემიის რექტორად თამაზაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი სახოკია დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტროს ცნობით, სულხან თამაზაშვილმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორად გიორგი სახოკია დანიშნა. სახოკია აქამდე ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

“შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი, გიორგი სახოკია წარუდგინა.

აკადემიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სახოკია ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილედ 2025 წლის 10 ნოემბერს დაინიშნა. მაშინ მინისტრის პოსტს გეკა გელაძე იკავებდა. 

გეკა გელაძის მოადგილის პოსტზე სანქცირებული გიორგი ბუთხუზი, გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა ცნობისთვის, გიორგი ბუთხუზი სანქცირებულია ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ.

გიორგი სახოკიას განათლება და კვალიფიკაცია:

2000-2005 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნე, მაგისტრი

სამუშაო გამოცდილება:

2025 წლის 10 ნოემბრიდან - 2026 წლის ივნისამდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

2025 წელი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი

2025 წელი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორი

2021-2025 წლებში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, დირექტორის მრჩეველი

2021 წელი - სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში

2020-2021 წლებში - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

2019-2020 წლებში - საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი

2018-2019 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი

2015-2018 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი

2015 წელი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე

2014-2015 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე

2013-2014 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

2007-2012 წლებში - სს სილქნეტი სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე

2001-2007 წლებში - შპს Land Software Design-ის იურისტი

← მთავარი