← მთავარი
პოლიტიკა

კობახიძე: სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შეწყალება განიხილება

25 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
კობახიძე: სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შეწყალება განიხილება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე კვლავ განმარტა ხელისუფლების პოზიცია პოლიტიკური პატიმრების შეწყალების საკითხზე: „ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება — ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც.”

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს შეწყალებაზე საბოლოო უარს, კობახიძემ უარყო ეს ინტერპრეტაცია. „ჩვენ არა თუ უარი — ჩვენ ძალიან მყარი და მკაფიო პოზიცია გვაქვს გამოხატული. ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის, ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის,” — განაცხადა მან.

პრემიერის სიტყვებით, ხელისუფლება ამ თემაზე არაერთხელ ესაუბრა საპატრიარქოს წარმომადგენლებს და პოზიცია საჯაროდ ნათლადაა ჩამოყალიბებული.

← მთავარი