← მთავარი
პოლიტიკა

„სინდისის პატიმრისა“ და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა „TV პირველი“ დააჯარიმა

25 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„სინდისის პატიმრისა“ და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა „TV პირველი“ დააჯარიმა

„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“, - აცხადებენ კომისიაში.„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე კომუნიკაციების კომისიაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს. მისი თქმით, საინფორმაციო გამოშვებებში გაჟღერებული ტერმინები, რომლებსაც ჟურნალისტები იყენებენ, საერთაშორისო დონეზეა დამკვიდრებული.”მათ უნდათ, რომ სამაუწყებლო სივრციდან გაქრეს ტერმინი „სინდისის პატიმარი“. თუ ეს პრობლემა ასე ადარდებს „ქართულ ოცნებას“, გაათავისუფლონ ეს ადამიანები და შესაბამისად, ეს საკითხი აღარ იქნება აქტუალური. ცენზურის დაწესებით ეს საკითხი ვერ გაქრება“, - უთხრა მელაძემ რადიო თავისუფლებას.მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ 21 მაისს ტელეკომპანია „ფორმულის“ შემთხვევაში. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ტელეარხს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს შემდეგი ტერმინების: “ოცნების” შსს, “ოცნების” ჯანდაცვის მინისტრი, პროსამთავრობო “რუსთავი 2” და სხვა გამოყენებისთვის.

ასევე ნახეთ

„ოცნების შსს-ს“ თქმა კომისიამ კანონდარღვევად მიიჩნია და „ფორმულა“ დააჯარიმა

2025 წლის თებერვალში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მაუწყებლების ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით ეთიკური დილემების განხილვა თვითრეგულირების ნაცვლად კომუნიკაციების კომისიას დაევალა. კანონი გასული წლის 1 აპრილს ამოქმედდა.ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება:აიკრძალა ტელემაუწყებლებისთვის გრანტის მიღება;სხვა მედიასაშუალებების ან არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში გრანტის მისაღებად აუცილებელი გახდა მთავრობის თანხმობა;გამკაცრდა რეგულაცია აქციების გამართვაზე.

← მთავარი