← მთავარი
პოლიტიკა

მთავრობის წევრთა მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი

13 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
მთავრობის წევრთა მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი

მთავრობის ადმინისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში ცვლილებები შედის: მთავრობის წევრების მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოების მიღების უფლებას მიიღებენ.

მოქმედი კანონმდებლობა მთავრობის წევრებს, სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის მერს ასეთ ანაზღაურებას „ინტერესთა კონფლიქტის” თავიდან ასაცილებლად უკრძალავს. ახალი კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ მოადგილეების შემთხვევაში ეს საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან „მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უშუალოდ ზემდგომი თანამდებობის პირები აკონტროლებენ”.

მოადგილეები სახელფასო დანამატებს მიიღებენ ზეგანაკვეთური სამუშაოს, დამატებითი ფუნქციების შესრულების, ღამის საათებში ან უქმე დღეებში მუშაობის, ასევე ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ გარემოში საქმიანობის სანაცვლოდ. ფულადი ჯილდო — დაკისრებული ფუნქციების სანიმუშო შესრულებისთვის ან განსაკუთრებული სირთულის დავალებების დამთავრების შემდეგ.

ერთჯერადი სახელფასო დანამატი ვერ გადააჭარბებს ერთი თვის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო ჯილდოს წლიური ჯამი — სარგოს 10 პროცენტს. კანონპროექტი ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ნებადართულ ხვედრითობას 15 პროცენტამდე ზრდის.

← მთავარი