← მთავარი
პოლიტიკა

რა კონკრეტული ცვლილებების ხილვა სურს ვაშინგტონს "ქართული ოცნებისგან" — რაზე ისაუბრა ჯეიმს კარაფანომ Independent Avenue Media-სთან?

24 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
რა კონკრეტული ცვლილებების ხილვა სურს ვაშინგტონს

The Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ჯეიმს კარაფანომ Independent Avenue Media-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “თუ საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ბაქიბუქი სურს, კეთილი, მაგრამ აშშ მათ უკან არ გაეკიდება”. მისივე თქმით, თუ საქარველოს “რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება სურთ”, საწინაამდეგო არაფერი აქვთ, მათ “სხვა ალტერნატივებიც აქვთ”. “ბურთი საქართველოს მოედანზეა. შეერთებული შტატები ხვეწნას არ დაუწყებს საქართველოს, ისაუბროს როგორც რეალურმა პარტნიორმა, რეალურ საკითხებზე. თუ საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ბაქიბუქი სურს, კეთილი, მაგრამ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება. თუ მათ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება სურთ, კარგი. ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვაქვს, სხვა არჩევანიც. მეორე მხრივ, თუ მათ სურთ გააფართოონ საქართველოს წვდომა მსოფლიოზე, თუ ქვეყნისთვის მეტი კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოტანა სურთ, მაშინ შეერთებული შტატები საუკეთესო არჩევანია. ეს ზუსტად ასე მარტივია. მაგრამ, მსოფლიოში სხვა საქმეებიც გვაქვს, მთელ ცხოვრებას ქართველების დევნაში ვერ დავხარჯავთ”, — განაცხად კარაფინომ. მისი შეფასებით, “საქართველოს ხელისუფლებას სურს ერთგვარი “ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათი” ჰქონდეს — ჰქონდეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და თან ის აკეთოს, რასაც მოისურვებს. მაგრამ, ეს არ იმუშავებს. ურთიერთობის წინ წასაწევად ორივე მხარეს ხელშესახები შედეგების დადება მოუწევს. ეს პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი], მხოლოდ შედეგებით არის დაინტერესებული. მას არ აინტერესებს სასიამოვნო სიტყვები — თუ გსურს “ტრამპ თაუერი” ააშენო, კარგი. ან ქუჩას ტრამპის სახელი დაარქვა — კარგი. მაგრამ, “სად არის შედეგი? სად არის კონკრეტული შედეგი?” — ეს არის, რაც მას ნამდვილად აინტერესებს ასე რომ, ქართველებს მოუწევთ დასხდნენ მაგიდასთან და შეერთებული შტატებისთვის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე რაიმე კონკრეტულის, ხელშესახების წარდგენა. ისინი უბრალოდ ვერ მიიღებენ პრეზიდენტ ტრამპისგან: “კარგი, საქართველო მშვენიერია” — და ამით ყველაფერი დასრულდება”, — განაცხადა კარაფინომ. მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად Independent Avenue Media-ს ჟურნალისტმა კარაფინოს მარკო რუბიოს განცხადებაზეც დაუსვა კითხვა: სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, კონგრესში გამართულ მოსმენისას თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონს ჰკითხა, რა იქნებოდა საჭირო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონმა, თბილისისგან გარკვეული პოზიტიური პასუხებიც მიიღო. თუმცა, საქართველოს ირაკლი კობახიძემ ამის პასუხად თქვა, რომ ასეთი საუბარი არ შემდგარა და საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომელსაც შეიძლება უთხრან, როგორ მოიქცეს. “საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს” — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე კარაფინოს შეაფსებით, “რაც რუბიოს განცხადების პასუხად საქართველოს მთავრობამ თქვა, სრულიად უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიული იყო”. “ჩემი აზრით კარგი ამბავი ისაა, რომ ამაზე შეერთებული შტატების ხელისუფლების პასუხი, ფაქტობრივად, არაფერი იყო. ხომ ასეა? ეს იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვართ დაინტერესებული ეს ურთიერთობები მიწასთან გავასწოროთ. მაგრამ, თუ მათ მთელი დღე ბაქიბუქი და ქედმაღლობა სურთ, კარგი, სასიამოვნო დღეს გისურვებთ. მაგრამ, ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით, ასე რომ ტელეფონი არსებობს — თუ საუბარი გინდათ, დაგვირეკეთ.მაგრამ, წარმოდგენა, რომ ისინი შეერთებული შტატებისგან ერთგვარ განსაკუთრებულ აღიარებას ან განსაკუთრებულ ურთიერთობას მიიღებენ ისე, რომ თავად რაიმე სერიოზულს არ დადებენ მაგიდაზე — უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ ეს მოხდეს”, — თქვა კარაფნომ. კითხვაზე — რა კონკრეტული ცვლილებების ხილვა სურს ვაშინგტონს ქართული ოცნებისგან, კარაფინომ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, რომ “შუა დერეფანი უზარმაზარი წარმატება იყოს”, სურს “იხილოს თავისუფალი და ღია შავი ზღვა”, ძალიან აშფოთებთ ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩინეთი აკონტროლებს ან ფლობს და შეერთებული შტატების მიზანია — არ არსებობდეს ჩინეთზე სტრატეგიული დამოკიდებულება. “ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს — და ეს ჩემი პირადი აზრია, ამერიკის მთავრობის სახელით არ ვსაუბრობ — რომ შუა დერეფანი უზარმაზარი წარმატება იყოს. ამიტომ მას სურს, რომ საქართველო უფრო მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი იყოს დერეფნის განვითარებაში და შავი ზღვის უსაფრთხოებაში.ჩვენ გვსურს ვიხილოთ თავისუფალი და ღია შავი ზღვა — არ ვსაუბრობთ მონტროს კონვენციის გაუქმებაზე, მაგრამ გვინდა, რომ შავ ზღვაში კომერციული მიმოსვლისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ქვეყნები ერთად მუშაობდნენ.ცხადია, ძალიან გვაშფოთებს ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩინეთი აკონტროლებს ან ფლობს. არავის ადარდებს, თუ ჩინური საქონელი “შუა დერეფნით” გადაადგილდება, მაგრამ გვაღელვებს ჩინეთის შესაძლებლობა, ფლობდეს ინფრასტრუქტურას და გავლენას ახდენდეს მასზე — იქნება ეს ციფრული ინფრასტრუქტურა თუ ისეთი ფიზიკური ინფრასტრუქტურა, როგორიც პორტია. მზად ვართ ჩინეთთან კონკურენციისთვის ყველანაირ სფეროში და ასევე არ გვაქვს პრობლემა, თუ ქვეყნები ჩინეთთან საქმიანობენ. მაგრამ, შეერთებული შტატების მიზანია — არ არსებობდეს ჩინეთზე სტრატეგიული დამოკიდებულება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი სტრატეგიაა ჩვენთვის და ასევე სწორი სტრატეგიაა ჩვენი პარტნიორებისთვის”, — თქვა კარაფინომ. მისივე თქმით, “რაც უფრო ნაკლები სივრცე ექნება რუსეთს, ჩინეთსა და ირანს ჩარევისთვის, მით უფრო ნაკლები ტვირთი იქნება ეს შეერთებული შტატებისთვის, მით უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის გლობალური წვდომის უზრუნველყოფა და მით უფრო ადვილი იქნება მეგობრებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობა. ამიტომ, შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს პარტნიორობების გაძლიერებას ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ ევროპაში”. ინტერვიუში კარაფინო აცხადებს, რომ “საქართველომ ფსონი იმაზე დადო, თუ საით წავიდოდა მსოფლიო და ვინ იქნებოდნენ მისი ძლიერი მეგობრები —ეს ფსონი არასწორი აღმოჩნდა და დროა, სხვა კურსი აირჩიოს. ჩინეთის ან რუსეთის წინაშე ქედის მოხრა, ან ამერიკელების შეურაცხყოფა, არსად მიგიყვანთ”. კარაფინო ვარაუდობს, რომ “თუ საქართველო შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ააშენებს და ეს წარმატებული იქნება, ევროპელებიც ამ ხაზს გაჰყვებიან”.

← მთავარი