ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი
ივანიშვილის დეპუტატს, თენგიზ შარმანაშვილს ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვევს ივანიშვილის პირადი დაცვის სამსახურის ყოფილ თანამშრომელ გიორგი ბახუაშვილზე, რომელიც სუს-ში გეკა გელაძის მოადგილედ დაინიშნა:
“ვისაც ჰყავს პირადი დაცვა, ეს პირადი დაცვა არ არის ჩვეულებრივი ადამიანები - მე თქვენ მომწონხართ და იმიტომ ხართ ჩემი პირადი დაცვა. ისინი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, ანუ სპეცსამსახურელები, ეს კაცი არის სპეცსამსახურელი. ამ სპეცსამსახურებიდან შეიძლება ერთი უწყებიდან მეორეში გადაიყვანონ ან ისევ უკან დააბრუნონ, ან წინ წაწიონ, ან უკან ჩამოწიონ. ეს არის სპეცსამსახურების საკადრო პოლიტიკა”. - განაცხადა შარმანაშვილმა.
TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე: “სუს-ის უფროსად შეიძლება დაინიშნოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი, ძალიან სანდო ხალხი სჭირდება ახლა სუს-ის უფროსად?” შარმანაშვილმა უპასუხა:
“დაიცა, ახლა ვინც არის ის სანდო არ არის და თავისი არ არის, თუ რისი თქმა გინდათ?! ვერ ვხვდები. […] გახდეს მერე [სუს-ის უფროსი] უკანონობა იქნება რამე?! ახლა ვინც არის სპეცსამსახურებში სანდო არ არის და სასწრაფოდ თუ არ წააშველა თავის ყოფილი პირადი დაცვის თანამშრომელი დაუღუპება?!”
გიორგი ბახუაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
ბახუაშვილი იქამდე ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილე იყო. ის პოსტზე არასრული ერთი თვის წინ, 10 ივნისს დაინიშნა. იქამდე კი, 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა.