← მთავარი
პოლიტიკა

"თავისუფლების მოედანი", 12 ივლისს ზუგდიდში შემაჯამებელ ფორუმს გამართავს

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge

“თავისუფლების მოედანი”, ეროვნული რეგიონული კამპანიის “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში, 12 ივლისს, ზუგდიდში, 14:00 საათზე, სასტუმრო “გარდენ პალასში”, შემაჯამებელ ფორუმს გამართავს.

ამის შესახებ 5 ივლისს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ჭიშკართან გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ქობალიამ განაცხადეს.

4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, პარტიის ლიდერები სამეგრელოს ქალაქებსა და სოფლებში შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მედიასა და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს. კამპანიის ფარგლებში საჯარო შეხვედრები და მედია აქტივობები გაიმართება რეგიონისთვის მნიშვნელოვან თემებზე: ოკუპაციის ხაზთან ცხოვრება და დევნილების პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობა, განათლება, რეგიონული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ეკოლოგია, ფოთის სატრანზიტო და საპორტო პოტენციალი, ახალგაზრდული პოლიტიკა და სამოქალაქო აქტივიზმი.

“მოვივლით ყველა მუნიციპალიტეტს და დაკვირვებებს, საუბრებსა და შეხვედრებს 12 ივლისს საერთო ფორუმზე შევაჯამებთ. ფორუმზე ვიმსჯელებთ, როგორი უნდა იყოს ისეთი სამეგრელო, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება თავისუფალი და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ვისაც ჩვენი გაცნობა და შეხვედრებზე დასწრება გსურთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დრო”, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძემ.

5 ივლისსავე გაიმართა თავისუფლების მოედნის საჯარო შეხვედრა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, საპროტესტო აქტივისტების, ლოკალური მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეებისთვის.

“ჩვენი ძალისხმევა ემსახურება იმას, რომ დღეს აღმოჩენილი პრობლემები მომავლის საქართველოში აღარ არსებობდეს. ჩვენ არ გავჩერდებით გამარჯვებამდე, საქართველოს გულისთვის”, — განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ქობალიამ.

თავისუფლების მოედნის ინფორმაციით, ეროვნული კამპანიის მთავარი მიზანია მოსახლეობის მოსმენა: რა აწუხებთ, რა სჭირდებათ და როგორ ხედავენ პრობლემების გადაჭრის გზებს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარტია უახლოეს პერიოდში წარადგენ

← მთავარი