დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრის წინ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა დანილუს ჟალიმასმა Euroscope-ს განუცხადა, რომ “საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველო თითქოს დაკარგავს სუვერენიტეტს EU-ში გაწევრიანებით, შეესაბამება პრორუსულ პროპაგანდას. სინამდვილეში, საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში, რადგან ახლა საქართველო ხდება დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, რეალურად რუსეთის მხარდაჭერაზე” “საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველო თითქოს დაკარგავს სუვერენიტეტს ევროკავშირში გაწევრიანებით, სრულიად შეესაბამება პრორუსულ პროპაგანდას, რომელიც ვრცელდება რუსეთის მიერ, ეს არის დეზინფორმაციული ნარატივი. სინამდვილეში, საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება ევროკავშირში, რადგან ახლა საქართველო ხდება დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, რეალურად რუსეთის მხარდაჭერაზე და, შესაძლოა, რუსეთის ზოგიერთ მოკავშირეზე. მაგრამ როგორც კი ქვეყანა არ შედის თავისუფალი ერების თანამეგობრობაში, როგორიცაა ევროკავშირი, მაშინ ის ნამდვილად საფრთხეშია. ჩვენ ვიცით, როგორია ზოგადი ტენდენცია: აზერბაიჯანი შორდება რუსულ გავლენას. იგივე ხდება, ყველაზე მკაფიო ფორმით შეგვიძლია ვთქვათ , სომხეთიც, რომელიც ბრუნდება ევროკავშირისკენ. ასე რომ, საქართველო შეიძლება დარჩეს ერთადერთ ქვეყნად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ. აი, ეს არის რეალური საფრთხე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არ არის დემოკრატია და მთელი ქართველი ხალხი საბოლოოდ იქნება რეპრესირებული ამ პრორუსული რეჟიმის მიერ”, — ამბობს დანილუს ჟალიმასი (ტვ პირველის თარგმანი). შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის დღეს უყრიან კენჭს.