← მთავარი
პოლიტიკა

„შესაძლებელია მალე ალისასაც მოუწიოს გადახვეწა. მინდა რომ ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელსაც ქართული სახელი და გვარი აქვს, ჰქონდეს სამშობლო, რომლითაც იამაყებს" - მიხეილ სააკაშვილი

22 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„შესაძლებელია მალე ალისასაც მოუწიოს გადახვეწა. მინდა რომ ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელსაც ქართული სახელი და გვარი აქვს, ჰქონდეს სამშობლო, რომლითაც იამაყებს

„შესაძლებელია მალე ალისასაც მოუწიოს გადახვეწა. მინდა რომ ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელსაც ქართული სახელი და გვარი აქვს, ჰქონდეს სამშობლო, რომლითაც იამაყებს“ - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 21 ივნისი 1:01

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს: ,,ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას მისი ნამდვილად გმირული ბრძოლისთვის. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ციხის რეჟიმის დამოკიდებულება, ჩვენი ჯანმრთელობისადმი. გადაწყვეტილებებს უკიდურესად დაშინებული მედპერსონალი და ექიმები კი არა, სუს-ს მომაგრებული ОДР-ები იღებენ. სამედიცინო პერსონალს აიძულებენ, თვალი დახუჭონ პრობლემებზე და ზოგჯერ ასევე აიძულებენ, საჯაროდ მოიტყუონ. ასე მაგალითად ექიმებს უკრძალავდნენ ჩემი მოწამვლის მკურნალობას. დიაგნოზებსაც წერს სუს-ი. ამიტომ ამ სისტემის მშობელ დიქტატურასთან უკომპრომისო ბრძოლა არის ერთადერთი ხსნა, მათ შორის პატიმრებისთვის, ასევე ჩვენი ბრძოლა არის პირველ რიგში, ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის. მე არ მომწონს, რომ არც ედუარდს, არც ნიკოლოზს არ შეუძლიათ მუდმივად საქართველოში ყოფნა, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვთ. არ მომწონს, რომ შესაძლებელია მალე ალისასაც მოუწიოს გადახვეწა. მინდა რომ ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელსაც ქართული სახელი და გვარი აქვს, ჰქონდეს სამშობლო, რომლითაც იამაყებს.

← მთავარი