პოლიტიკა
დეკანოზი ჯაღმაიძე: „სახელმწიფოს ულტიმატუმების წაყენების მექანიზმი არ გვაქვს” — კობახიძე სინანულის პირობაზე დაჟინებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველზე” საუბრობდა საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შეწყალების საკითხზე: „ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი იმისა, რომ წავუყენოთ ულტიმატუმები სახელმწიფოს. ჩვენ ვსაუბრობთ, გამოსავალს ვეძებთ. ჩვენთან არ უთქვამთ, რომ დახურულია [თემა] — არ ვიცი, თუ გვეტყვიან აწი.”
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმავე დღეს კვლავ გაიმეორა მმართველი გუნდის პოზიცია: „სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ეს არის ჩვენი მყარი და მკაფიო პოზიცია — საჭიროა დანაშაულის პრევენციისთვის, საჭიროა სახელმწიფოსთვის.”