← მთავარი
პოლიტიკა

გიორგი ბახუაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

7 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
გიორგი ბახუაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გიორგი გელაძის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. ბრძანების თანახმად, ბახუაშვილმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა.

ბახუაშვილი მანამდე, 10 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამ პოსტზე ის არასრულ ერთ თვეს მუშაობდა. მანამდე კი, 2016 წლის 23 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა. წლების განმავლობაში ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის სამსახურში მუშაობდა.

← მთავარი